
იცით თუ არა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების გასაღები პოზიტიური აზროვნებაა? ამ გასაღებით თქვენ ადვილად შეძლებთ წარმატების მიღწევას. იგი მოგიტანთ ურთიერთობების გაუმჯობესებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კმაყოფილებას და შინაგან სიმშვიდეს. ეს გასაღები ასევე დაგეხმარებათ ყოველდღიურ საქმეებში. პოზიტიური აზროვნება გახდის თქვენს ცხოვრებას ნათელს და პერსპექტიულს.
პოზიტიური აზროვნება არის გადამდები – იფიქრეთ ბედნიერებაზე, ჯანმრთელობაზე, წარმატებაზე და თქვენ გამოიწვევთ ხალხს, რადგან მოქმედებს ვიბრაცია, რითაც პოზიტივს გონება ასხივებს.
იმისთვის, რომ იაზროვნოთ პოზიტიურად, თქვენ უნდა განავითაროთ პოზიტიური აღქმის წესი. არ ელოდოთ წარმატებას, არამედ მიიღეთ საჭირო ზომები, რათა უზრუნველყოთ თქვენი წარმატება.
ეფექტური პოზიტიური აზროვნების შედეგები უფრო მეტია, ვიდრე რამდენიმე პოზიტიური სიტყვის გამეორება. უთხარათ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი იქნება კარგად. ეს არ არის საკმარისი, გარკვეული ძალისხმევა და შიდა სამუშაო აუცილებელია. ეს უნდა იყოს თქვენი უპირატესი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.
• გაქვთ თუ არა სურვილი ნამდვილი შინაგანი ცვლილებების?
• გაქვთ თუ არა სურვილი, რომ შეცვალოთ აზროვნების გზა?
• გაქვთ თუ არა სურვილი განავითაროთ ფსიქოლოგიური ძალა, რომელიც დადებითად იმოქმედებს თქვენზე, თქვენს გარემოსა და იმ ადამიანებზე ვინც თქვენს გარშემოა?
მიღეთ შესაბამისი ზომები და გაითვალისწინეთ ეს რჩევები:
იფიქრეთ პოზიტიურად და ნახავთ სასურველ შედეგებს, მაშინაც კი, თუ თქვენი არსებული გარემოებები არ არის ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ, რომ იყოს. ამ დროს, თქვენი გონებრივი დამოკიდებულება გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებასა და გარემოებაზე და შესაბამისადაც შეცვლის მათ.